სამოდელო გაკვეთილი- Sydney


გაკვეთილის გეგმა
სკოლა
სამტრედია, ნაბაკევის საჯარო სკოლა.
მასწავლებლის სახელი და გვარი
ხათუნა ბაბუნაშვილი
საგანი
ინგლისური ენა
თემა
Sydney
გაკვეთილის ტიპი
სამოდელო -გამჭოლი კომპეტენცია -/ ციფრული წიგნიერება /
სწავლებისსაფეხური /
კლასი
საბაზო საფეხური    -  IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
15
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე
არ არის
ჩატარების თარიღი
7  ივნისი
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წთ.
გაკვეთილის მიზანი











გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეძლონ:
·         ქსელური ძიების  და ტექსტების ელექტრონულად დამუშავება.
·         ნასწავლი ლექსიკური და გრამატიკული ერთეულების გამოყენება პრეზენტაციისას.
·         კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება და ტექსტზე მუშაობის უნარის გაუმჯობესება.
·         უცნობი სიტყვების ამოცნობა კონტექსტიდან გამომდინარე.
·         თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან და მასწავლებელთან.



ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
უცხ. ს IV 11. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
·         იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხს , პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს , სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს გაუგებარ რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს , კონტექსტის , გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას .


უცხ. ს   IV . 19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
·         იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას.
·         იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების გამოსახატავად.
უცხ. ს.  IV . 21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის /ქვეყნების კულტურულ რეალიებს.
·         ასახელებს სამიზნე ქვეყანასთან/ქვეყნებთან დაკავშირებულ გეოგრაგიულ, დემოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს.
უცხ. ს.  IV.  29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგის გაუმჯობესების, ხელშეწყობის მიზნით.
·         მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად, მსჯელობს თანაგუნდელებთან(პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად)

  სწავლების მეთოდი/აქტივობა
პრეზენტაცია,  ქსელური ძიება, მინი-ლექცია, სიტყვათა შესაბამისობა , კითხვა-პასუხი.
კლასის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური,  ჯგუფური

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
აქვთ შესაბამისი ლექსიკური მარაგი, იციან ტესტის კითხვისას სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება კონკრეტული ინფორმაციის მოძიებისთვის და ფლობენ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარს.
შეფასება
 ჯგუფური  და ინდივიდუალური მუშაობის შეფასება.
(განმავითარებელი  და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკები იხილეთ დანართის სახით)
სასწავლო მასალა და რესურსები

  ვიდეორგოლი-Youtube -View from Above- Sydney

 სახელმძღვანელო Top Score 3, ლეპტოპი, ქსელში ჩართული კომპიუტერები, პროექტორი, თაბახის ფურცლები, კალამი, სასწავლო ელექტრონული რესურსი  https://learningapps.org/display?v=pg4e7i91v18,
საორგანიზაციო საკითხები
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, გაკვეთილის თემის,  მიზნის, შეფასების რუბრიკის გაცნობა და ქცევის წესების შეხსენება .
გაკვეთილის მსვლელობა
I ფაზა
დრო:     3 წთ.

 მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს  საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით და  გამოწვევის ფაზაში მოსწავლეებს განუმარტავს გაკვვეთილის თემას, მიზანს, შეახსენებს ქცევის წესებს, რომელსაც გამოაკრავს თვალსაჩინო ადგილზე და გააცნობ შეფასების რუბრიკას რაში და როგორ შეფასდებიან მოსწავლეები.

აქტ.N1                          სახელწოდება- პრეზენტაცია
                                      ხანგრძლივობა-   12 წთ.
                                      ორგანიზების ფორმა-  ჯგუფური
აქტივობის მიზანი :   მოსწავლეები შეძლებენ ქსელში მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაციას და სლაიდ-შოუს ჩვენებას კონკრეტულ ღირსშესანიშნაობებზე.

აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გააკეთონ პრეზენტაცია წინასწარ მიცემული დავალების შესახებ, მოსწავლეებს ჯგუფურად უნდა მოეძიებიათ ინფორმაცია საქართველოს  ღირსშესანიშნაობებზე და მოემზადებიათ სლაიდ-შოუ კონკრეტულ სანახაობებზე. თითოეულ ჯგუფს დავალებული ქონდა ინფორმაციის  მოძიება სხვადასხვა კუთხეებზე.

II   ფაზა

აქტ.N 2                         სახელწოდება-  მინი-ლექცია.
                                      ხანგრძლივობა-    5 წთ.
                                      ორგანიზების ფორმა-  მთელი კლასი.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას და ნახავენ ვიდეო რგოლი სიდნეის შესახებ.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ვიდეო რგოლს სიდნეიზე და თან ესაუბრება ამ შესანიშნავი ქალაქის შესახებ.


აქტ.N 3                       სახელწოდება-  სიტყვათა შესაბამისობა.
                                      ხანგრძლივობა--  3 წთ.
                                      ორგანიზების ფორმა-  ინდივიდუალური.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ  კონტექსტიდან გამომდინარე გაიგონ უცხო სიტყვების მნიშვნელობა.

აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს მის მიერ შექმნილ სასწავლო ელექტრონულ რესურსს,რომელიც შექმნილი აქვს ტექსტში გამოყენებულ უცხო სიტყვებზე. მოსწავლეებმა ნაცნობი სიტყვების დახმარებით უნდა გამოიცნონ უცხო სიტყვების მნიშვნელობა. თუ მათ მიერ გამოცნობილი სიტვა შეესაბამება მოთხოვნას (ანუ სწორია) მაშინ ის გამწვანდება და გადადის შემდეგ შეკითხვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოცემული უჯრა გაწითლდება და მასწავლებელი მიიყვანს მოსწავლეს სწორ პასუხამდე.


აქტ.N 4                         სახელწოდება-  კითხვა-პასუხი.
                                      ხანგრძლივობა-    7 წთ.
                                      ორგანიზების ფორმა-  ინდივიდუალური.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებას და უპასუხებენ კონკრეტულ კითხვებს ტექსტიდან გამომდინარე.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს თავიანთ სახელმძღვანელოებში 89-ე გვერდზე წაიკითხონ ტექსტი სიდნეის შესახებ და უპასუხონ  კითხვებს. მოსწავლეები ინდივიდუალურად პასუხობენ შეკითხვებს და ისინი გამოიყენებენ შუქნიშნის პრინციპს :მწვანე -ვეთანხმები, წითელი - არ  ვეთანხმები, ყვითელი -ვყოყმანებ, რომლის შესახებაც მასწავლებელი აქტივობის დასაწყისში გააცნობს .

აქტ.N 5                        სახელწოდება- ქსელური ძიება.
                                      ხანგრძლივობა-    10 წთ.
                                      ორგანიზების ფორმა-  ჯგუფური.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ქსელში ჩართული კომპიუტერების საშუალებით მოიძიონ მეტი ინფორმაცია სიდნეის შესახებ. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს შეუწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას .

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს იმუშაონ ჯგუფებში , თითოეულ ჯგუფს აძლევს კონკრეტულ მითითებას , რომელიც მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ქსელში ჩართული კომპიუტერების საშუალებით.თითოეულ ჯუფს აქვს სხვადასხვა ინფორმაცია მოსაძიებელი სიდნეის შესახებ, რაც მათ სახელმძღვანელოებში არ იყო მოცემული. ამის შემდეგ მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას მათ მიერ მოძიებული ინფორმაციის შესახებ.
III  ფაზა








საშინაო დავალება
დრო :      4 წთ.

 მასწავლებელი მოსწავლეებს დაუსვამს შემაჯამებელ კითხვას რა იყო ტექსტის მთავარი სათქმელი? შემდეგ შეაფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკების საშუალებით.




დრო: 1 წთ.





      განმავითარებელი  შეფასების რუბრიკა  ( ჯგუფური მუშაობისთვის)

N
კრიტერიუმები
სრულიად
ნაწილობრივ
ნაკლებად
1
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა



2
სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის  ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა



3
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები



4
ჯგუფის წევრებმა შეძლეს პრეზენტაციისათვის დავალების სწორად შესრულება.



5
 ჯგუფის წევრებმა შეძლეს ქსელში ჩართული კომპიუტერების საშუალებით კონკრეტული ინფორმაცის მოძიება.



6
სწორად გაიგეს მასწავლებლის  მითითებები.



7
 დროის ლიმიტი  იყო დაცული.




             განმსაზღვრელი შეფასება კლასში ჩართულობაში

ქულები და კრიტერიუმები
1-2-3
4-5-6
7-8
9-10
ფლობს ლექსიკურ მარაგს
არ ფლობს ლექსიკურ მარაგს
ნაწილობრივ ფლობს ლექსიკურ მარაგს
კარგად ფლობს ლექსიკურ მარაგს
სრულიად ფლობს ლექსიკურ მარაგს
შეუძლია დავალების სწორად გააზრება
არ შეუძლია დავალების სწორად გააზრება
ნაწილობრივ შეუძლია დავალების სწორად გააზრება
კარგად შეუძლია დავალების სწორად გააზრება
სრულიად შეუძლია დავალების სწორად გააზრება
შეუძლია კონტექსტიდან გამომდინარე ამოიცნოს უცხო სიტყვები მნიშვნელობა.
არ შეუძლია კონტექსტიდან გამომდინარე ამოიცნოს უცხო სიტყვების მნიშვნელობა.
ნაწილობრვ შეუძლია კონტექსტიდან გამომდინარე ამოიცნოს უცხო სიტყვების მნიშვნელობა.
კარგად შეუძლია კონტექსტიდან გამომდინარე ამოიცნოს უცხო სიტყვების მნიშვნელობა.
სრულიად შეუძლია კონტექსტიდან გამომდინარე ამოიცნოს უცხო სიტყვების მნიშვნელობა.



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სასწავლო პოექტი- ,,22 აპრილი -დედამიწის საერთაშორისო დღე’’.

სასწავლო პოექტი -,, ყველაზე ჭკვიანი’’.